ფირმის შესახებ

ხარისხიანი სამართლებრივი მომსახურება ერთ სივრცეში

ჩვენი იურიდიული ფირმა აერთიანებს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე იურისტებს, რომლებიც საქმიანობენ სამართლის სხვადასხვა მიმართულებით და ორიენტირებულნი არიან თითოეული კლიენტის ინტერესების ეფექტიან დაცვასა და პროფესიულ წარმომადგენლობაზე.

ფირმის დამფუძნებელს 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს იურიდიულ სფეროში. მისი პროფესიული საქმიანობა 20 წლის ასაკიდან დაიწყო სხვადასხვა იურიდიულ პოზიციაზე მუშაობით, ხოლო 25 წლიდან იგი ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას. ამ პერიოდის განმავლობაში დაგროვილმა პრაქტიკულმა გამოცდილებამ და პროფესიულმა გარემოსთან ხანგრძლივმა ურთიერთობამ ჩამოაყალიბა სამართლებრივი საკითხების კომპლექსურად შეფასებისა და ეფექტიანი სამართლებრივი სტრატეგიის შემუშავების შესაძლებლობა.

ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა ადვოკატთა საერთო სპეციალიზაცია, რაც გვაძლევს შესაძლებლობას კლიენტებს გავუწიოთ სამართლებრივი მომსახურება და წარმომადგენლობა სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე. ამასთანავე, გუნდის წევრებს გააჩნიათ დამატებითი სპეციალიზაციები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ბავშვთა უფლებების მიმართულებით, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დავიცვათ და სასამართლოში წარმოვადგინოთ არასრულწლოვანთა ინტერესები.

ფირმის პროფესიული გამოცდილება მოიცავს როგორც რთულ და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე მუშაობას, ისე წარმატებული და განვითარებული კომპანიებისთვის იურიდიული მომსახურების გაწევას. ჩვენი საქმიანობის საფუძველს წარმოადგენს საქმის ინდივიდუალური შეფასება, სამართლებრივი რისკების წინასწარი ანალიზი და თითოეული კლიენტისთვის მის ინტერესებზე მორგებული სამართლებრივი სტრატეგიის შემუშავება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამართლებრივი შედეგი, არამედ კლიენტთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა. ჩვენი მომსახურების ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და კლიენტის საქმეებთან დაკავშირებული ნებისმიერი მონაცემი მკაცრად კონფიდენციალურია და დაცულია პროფესიული საიდუმლოების პრინციპების შესაბამისად.

Revaz Mamatsashvili